Skip to content Skip to footer

რა არის ბედის მატრიცა?

ბედის მატრიცა ეს არის ნატალია ლადინის მიერ შექმნილი ავტორული ანალიტიკური მეთოდიკა. განსხვავებით მკითხაობისგან, რომელიც მხოლოდ სავარაუდო პროგნოზს იძლევა, ბედის მატრიცა წარმოადგენს ზუსტ გამოთვლას თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით, რომელიც ეფუძნება საკრალურ გეომეტრიასა და 22 ენერგიას. ეს არის თქვენი ნიჭების, კარმული ამოცანებისა და პოტენციალის რუკა.

მეთოდიკა მხოლოდ პასუხებს არ გაძლევთ ის გაძლევთ კონკრეტულ ნაბიჯებს ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის, რაც მას მეცნიერებად აქცევს მატრიცოლოგიად.

 ვინ ვარ მე ?

ნათია მღებრიშვილი ბედის მატრიცოლოგი, ნატალია ლადინის სკოლის მოსწავლე ბედის მატრიცის დაამარდებლის  და ერთადერთი ქართველი სპეციალისტი, რომელიც ინიცირებულია ბედის მატრიცის ენერგიებში თავად ავტორის მიერ.

ბედის მატრიცა ჩემთვის არ არის მხოლოდ ფორმულები ან თეორია ეს არის ცოცხალი ცოდნა, რომელმაც მაპოვნინა ჩემი თავი და რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ეს მეთოდი გვაძლევს შესაძლებლობას ჩავხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გავაცნობიეროთ ჩვენი კარმული გზები, წარსული გამოცდილებები და ის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენს ბედშია ჩადებული.

ბედის მატრიცა არის ერთ ერთი ყველაზე ღრმა და უნიკალური გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ ვართ, რატომ მოვედით და როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიაში ჩვენს ნამდვილ ბუნებასთან.

 


ვინ შექმნა ბედის მატრიცა?


ნატალია ლადინი არის მეთოდის „ბედის მატრიცის” ავტორი და პირველწყარო, უნიკალური ფორმულის შემქმნელი, რომელიც ეფუძნება ადამიანის განვითარების 22 ენერგიას.

იგი არის ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და მკვლევარი, ასევე ავტორი სკოლის „სიცოცხლის ლოტოსის” დამფუძნებელი.

ნატალია ლადინი თავის მეუღლესთან და თანამოაზრესთან, ანდრეი ლადინისთან ერთად, ხელმძღვანელობს პროექტს „სიცოცხლის ლოტუს” და ეხმარება ადამიანებს თვითშემეცნებასა და საკუთარი პოტენციალის სრულად გახსნაში.

20 წელზე მეტი გამოცდილებით, იგი ქმნის მედიტაციებს, წერს წიგნებს და ანვითარებს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ცნობიერების ზრდისა და ცხოვრების ტრანსფორმაციისკენ.

ნატალია ლადინი არის ავტორი პროფესიული კურსებისა და პროგრამების, რომლებიც საფუძვლად უდევს „ბედის მატრიცის“ სწავლებას და პრაქტიკულ გამოყენებას.მე კი ვარ მისი მოსწავლე და ჩემგან მიღებული ინფორმაცია და ცოდნა ეყრდნობა პირველ წყაროს.

რაში გვეხმარება ბედის მატრიცა?

 

ბედის მატრიცის საშუალებით შესაძლებელია გავიგოთ ჩვენი დანიშნულებები რომელიც მინიმუმ 9 გვაქვს , გამოვავლინოთ ნიჭები და რესურსები, გავაანალიზოთ ფინანსური პოტენციალი, დავინახოთ საგვარეულო პროგრამები და მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე.

იგი გვეხმარება ურთიერთობების გააზრებაში როგორც მშობელსა და შვილს შორის, ასევე პარტნიორულ კავშირებში, ასევე შესაძლებელია შეთავსების მატრიცის გაანალიზება და წლის ენერგიების სწორად გამოყენება.

ბედის მატრიცა გვაძლევს არა მხოლოდ პასუხებს არამედ საშუალებას ვიმუშაოთ საკუთარ თავზე გავხსნათ ბლოკები და შევცვალოთ ცხოვრების სცენარები.

ეს არის მეთოდი სადაც ყველა კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს.

დაიწყე ახლა და ნაბიჯ ნაბიჯ შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.